ბოლო დღის წინ კომფორტული უპირატესობით ლიდერობდა “სიტროენის" პილოტი, ფინელი მიკო ჰირვონენი. მან კვირას შეძლო პირველი ადგილის შენარჩუნება და კარიერაში მე-15 ეტაპი მოიგო. რაც მთავარია, ამ გამარჯვებით მან ცხრა ქულით გაუსწრო გენერალურ კლასიფიკაციაში სებასტიან ლოებს.
ფინელი მილოცვებს იღებდა, როცა მან დისკვალიფიკაციის შესახებ ცნობა მიიღო. როგორც გაირკვა, ჰირვონენის “სიტროენს" ტექნიკური რეგლამენტისთვის შეუსაბამო დეტალები
ამიტომაც მიკომ დისკვალიფიკაცია მიიღო და გამარჯვება მეორე ადგილზე გასულ ნორვეგიელს მატს ოსტბერგს ერგო. მეორე ადგილზე კი 21 წლის რუსმა ევგენი ნოვიკოვმა გადაინაცვლა - ეს რუსული რალის ისტორიაში პირველი პოდიუმი იყო. მესამე ადგილზე კი კიდევ ერთმა ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა გადაინაცვლა. ლოებმა კი შეინარჩუნა პირველობა გენერალურ კლასიფიკაციაში.
IV ეტაპი. პორტუგალიის რალი
1. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 4:21.16,1; 2. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, "ფორდი") - 1.33,2; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +1.55,6; 4. ნასერ ალ-ატიია (კატარი, "სიტროენი") - +6.05,8; 5. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - +6.09,2; 6. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, "ფორდი") - +6.47,3; 7. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "შკოდა") - +7.09,0; 8. ტიერი ნოივილი (ბელგია, “სიტროენი") - +8.37,9; 9. იარი კეტომაა (ფინეთი, "ფორდი") - +9.52,8; 10. პეტერ ვან მერკსტეინი (ჰოლანდია, “სიტროენი") - +10.11,0...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 66 ქულა; 2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 62; 3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 53; 4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 50; 5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, "ფორდი") - 39; 6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 28; 7. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - 21; 8. ნასერ ალ-ატიია (კატარი, "სიტროენი") - 20; 9. ოტ ტანაკი (ესტონეთი, "ფორდი") - 15; 10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - 14...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"