მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: პირველი ხორხე ლორენსომ მოიგო

AutoSharing Option
ყატარში სტარტი აიღო ყველაზე პრესტიჟულმა მოტოსერიამ - მოტოგრანპრის მსოფლიოს ჩემპიონატმა. პირველმა ეტაპმა გაამართლა ექსპერტთა ვარაუდები - დომინირებდნენ "იამაჰასა" და "ჰონდას" პილოტები.

შაბათს პოული "იამაჰას" წევრმა ხორხე ლორენსომ მოიგო და სტარტზე ლიდერობის შენარჩუნება მოახერხა.

სტარტის გმირი კი დანი პედროსა გახდა, რომელიც სასტარტო ბილიკზე მეშვიდე პოზიციაზე იდგა, ერთი-მეორის მიყოლებით გაასწრო სტოუნერს, დოვიციოზოს, კრატჩლოუს, ბრადლსა და სპისს და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ამის შემდეგ კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, კეისი სტოუნერის ჯერი დადგა - მან ჯერ მეორე პოზიცია დაიბრუნა, შემდეგ კი ლორენსოსაც გაასწრო და რბოლას
სათავეში ჩაუდგა.

ეტაპი ჩააგდო "დუკატის" წევრმა, ლეგენდარულმა ვალენტინო როსიმ. იტალიელი ერთ მომენტში ტრასიდან გადავარდა და პოდიუმისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა. საბოლოოდ როსიმ ეტაპი მეათე ადგილზე დაასრულა.

ამასობაში სტოუნერი კარგახანს ინარჩუნებდა კომფორტულ უპირატესობას და დამაჯერებლად ლიდერობდა.

პელოტონის მონოტონური სვლა ფინიშამდე 4 წრით ადრე ლიდერთა აქტიურობით შეიცვალა. პედროსამ ლორენსოს გასწრება და მეორე ადგილზე გადასვლა შეძლო, მაგრამ ესპანელმა მალე აღადგინა სტატუს-ქვო. უფრო მეტიც, "იამაჰას პილოტმა თავად მოუმატა ტემპს და სტოუნერზე შესანიშნავი იერიში მიიტანა, რამაც მას ლიდერობა მოუტანა.

ლორენსოს ბოლომდე აღარ დაუთმია პირველი ადგილი, სტოუნერი კი საერთოდ მოიშალა და ბოლოს მას პედროსამაც გაუსწრო, რითაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა სეზონის პირველი რბოლის პოდიუმი: ლორენსო, პედროსა და სტოუნერი.

ყატარის გრანპრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 22 წრე; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +0,852; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +2,908; 4. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - +17,114; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +17,420; 6. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +28,413...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული