წელს ჩემპიონატზე ჯერჯერობით ორი პილოტი იმარჯვებს - მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი კეისი სტოუნერი და ესპანელი ხორხე ლორენსო, რომლებიც "ჰონდასა" და "იამაჰას" გუნდებს წარმოადგენენ. სტოუნერს სამიდან ორი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ახლა ლორენსომ ამ ერთგვარ დუელში ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
ლე მაინზე პოული დანი პედროსამ მოიგო. მეორე იყო სტოუნერი. სწორედ ეს ორი პილოტი დაწინაურდა სტარტზე და მათ კვალში ჩაუდგა ლორენსო.
პირველივე წრის შუაში ხორხემ ორივე ლიდერის უკან ჩამოტოვება
პოულის მფლობელმა პედროსამ მთლიანად ჩააგდო რბოლა: მეოთხე წრისთვის ის მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ლიდერი ლორენსო სტოუნერს დაშორდა, რომელსაც, თავის მხრივ, ვალენტინო როსი ავიწროებდა.
თუმცა რბოლის შუაში კეისიმ მოუმატა, ვალენტინო უკან ჩამოიტოვა და ლორენსოზე შეტევა სცადა, მაგრამ გენერალურ კლასიფიკაციაში თავის მთავარ კონკურენტს ვერაფერი მოუხერხა.
უფრო მეტიც, როსი ისევ წამოეწია სტოუნერს, ოთხი წრე ავიწროებდა მას და ბოლო წრეზე გაუსწრო კიდეც მოქმედ ჩემპიონს. ლეგენდარული როსი ამ სეზონში პირველად ავიდა პოდიუმზე.
ლორენსომ კი შეინარჩუნა პირველი ადგილი და ამ მოგების ხარჯზე საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მას 90 ქულა აქვს და რვა ქულით უსწრებს სტოუნერს.
საფრანგეთის გრანპრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 28 წრე; 2. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +9,905; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +11,298; 4. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +29,361; 5. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +32,477; 6. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +32,842; 7. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +59,759; 8. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - +1.05,152; 9. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - +1.07,846; 10. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +1.13,193...
საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 90 ქულა; 2. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 82; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 65; 4. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 45; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 44; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 42; 7. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 35; 8. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 35; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 33; 10. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - 26...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"