პოული კვლავ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა კეისი სტოუნერმა მოიგო, თუმცა ისევ დათმო სტარტი. ასევე ცუდი სტარტი გამოუვიდა კრატჩლოუს.
ამით კარგად ისარგებლეს პედროსამ და სპისმა და მეორე რიგიდან გადაინაცვლეს პირველ ორ პოზიციაზე. პირველი წრე მრბოლელებმა შემდეგი თანმიმდევრობით დაასრულეს: პედროსა, სპისი, ლორენსო, დოვიციოზო, სტოუნერი და კრატჩლოუ. მე-3 წრეზე ამერიკელმა სპისმა ძალიან აგრესიულად შეუტია პედროსას, რის გამოც დაისაჯა - “იამაჰას” პილოტი ტრასიდან გადავარდა და საბოლოოდ მეათე მივიდა ფინიშთან.
ამასობაში პედროსას პოზიციაზე იერიში
ორ ლიდერს წამოეწია დოვიციოზო, სტოუნერი და კრატჩლოუ კი ვერაფრით ახერხებდნენ გაქცეულების დაწევას. პედროსა არ ნებდებოდა და ახლო იყო საპასუხო გასწრებასთან. მე-12 წრეზე მან საწადელს მიაღწია და დაიბრუნა ლიდერობა.
ორმა ესპანელმა ბრწყინვალე ბრძოლა გამართა გამარჯვებისთვის. ახლა უკვე ლორენსო ეძებდა შეტევისთვის მოსახერხებელ მომენტს და ფინიშამდე ექვსი წრით ადრე ისევ პირველ ადგილზე გადავიდა. ამის შემდეგ მან უპრობლემოდ შეინარჩუნა პირველი პოზიცია და გაიმყარა ლიდერობა გენერალურ კლასიფიკაციაში - ახლა ის სტოუნერს 20 ქულით უსწრებს.
პოდიუმის მესამე საფეხური დაიკავა დოვიციოზომ, რომელმაც შეძლო ზურგსუკან სტოუნერის შეკავება. ვალენტინო როსიმ ნორმალური ტემპი აჩვენა: მისი ჩამორჩენა იმდენად კატასტროფული არ იყო, როგორც ზოგიერთ წინა ეტაპზე, მაგრამ მეშვიდე ადგილი იტალიელს არ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.
კატალონიის გრანპრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 25 წრე; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +5,003; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +9,361; 4. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +9,544; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, "იამაჰა") - +12,506; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +13,948; 7. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +17,555; 8. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +23,478; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +30,410; 10. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +32,897...
საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 115 ქულა; 2. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 95; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 85; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 60; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, "იამაჰა") - 56; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 51; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 45; 8. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 43; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 40; 10. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - 31...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"