ბრიტანული უქმეები უცნაურად დაიწყო - შაბათს პოული ალვარო ბაუტისტამ მოიგო, თუმცა გუშინ სტარტზევე გაუშვა წინ სპისი და სტოუნერი. ყველაზე დიდ პროგრესს ჰეიდენმა მიაღწია, რომელმაც მეშვიდედან მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.
მეორე წრეზე დოვიციოზომ პედროსა ჩამოიტოვა უკან და მეექვსე ადგილზე დამკვიდრდა. ლიდერის რანგში სპისი აკავებდა კონკურენტებს, მაგრამ შემდეგ შეცდომა დაუშვა და სტოუნერი გაატარა. მეექვსე წრეზე ლორენსომ
გავიდა კიდევ ერთი წრე და ლორენსომ ლამაზი შეტევით ბაუტისტა ჩამოიტოვა უკან, რითაც სამუელში შეაღწია. სპისი ესპანელს მაშინვე დანებდა, რის შემდეგაც ლორენსო სტოუნერს გამოედევნა.
რბოლის კულმინაცია ფინიშამდე 9 წრით ადრე დადგა: რამდენიმე მოსახვევი სტოუნერმა და ლორენსომ ერთად გაიარეს, მაგრამ ხორხე უფრო სწრაფი აღმოჩნდა და პელოტონს სათავეში ჩაუდგა.
რბოლის დარჩენილ ნაწილში ესპანელი ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაშორდა ავსტრალიელს. რაც შეეხება მესამე ადგილისთვის ბრძოლას, ის პედროსამ მოიგო.
ლორენსოს გარდა, რბოლის კიდევ ერთი გმირი აღმოჩნდა ბრიტანელი კელ კრატჩლოუ, რომელმაც ბოლო რიგიდან მეექვსე მივიდა ფინიშზე.
ბრიტანეთის გრანპრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 20 წრე; 2. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +3,313; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +3,599; 4. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +5,196; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +11,531; 6. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, "იამაჰა") - +15,112; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +15,527; 8. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +22,521; 9. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +36,138; 10. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - +41,328...
საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 140 ქულა; 2. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 115; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 101; 4. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, "იამაჰა") - 66; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 60; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 58; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 58; 8. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 51; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 49; 10. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - 37...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"