მასში მონაწილეობას მიიღებენ ელექტრონული ავტომობილები. ფედერაციამ უკვე გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება ჰონგკონგურ კომპანია Formula E Holdings-თან, რომლის ოფისი ლონდონშია განთავსებული.
"ჩვენ კმაყოფილნი ვართ Formula E Holdings-თან გაფორმებული ხელშეკრულებით. ახალი სერია ახალგაზრდა თაობის მოზიდვისთვის უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს.
შეჯიბრი სანახაობრივი გამოვა და დაეხმარება ფედერაციას, ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა ენერგია, მობილურობა და პროგრესი.
ეს არის დიდი დღე და შეტყობინება ავტოსპორტის მთელი სამყაროსთვის. საერთაშორისო ფედერაცია, ცალსახად, მომავლისკენ
პირველ რბოლას ბრაზილიის ქალაქი რიო-დე-ჟანეირო 2014 წელს უმასპინძლებს. ორგანიზატორთა გეგმით, ტრასას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გაიყვანენ. Formulec EF01-ის მოდელი 2010 წელს წარმოადგინეს. მანქანა სამ წამში კრეფს საათში 100 კილომეტრს და ანვითარებს მაქსიმალურ სიჩქარეს - 250 კმ/სთ.
ახალი სერიის მფლობელია ალეხანდრო აგაგი. ის GP2-ის სერიაში გუნდ Addax-ის ბოსი და ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე მარია ასნარის სიძე გახლავთ. პროექტში მონაწილეობენ: მილიარდერი ენრიკე ბანუელოსი, ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი მინისტრი, ლორდი დრეისონი და ფრანგი ერიკ ბარბარუ. ეს უკანასკნელი ადრე საფრანგეთის გრანპრის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"