საფრანგეთის პორტ ჰავრიდან Rio Imperial-ის კონტეინერმა პერუს დედაქალაქ ლიმასთან ახლოს, პორტ კალიაოში ჩაიტანა 654 ერთეული ავტოტექნიკა. კერძოდ, ეს არის 278 ავტომობილი, 255 სატვირთო, 109 მოტოციკლი და 12 კვადროციკლი. საბაჟო დოკუმენტების შემოწმების შემდეგ ავტოტექნიკა წინასასტარტო შემოწმებას გაივლის.
ავტომარათონი 5 იანვარს დაიწყება და პერუს გარდა, არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიაზე ჩაივლის. რალი-რეიდი სტარტისა და ფინიშის გარდა, 13 ეტაპისგან იქნება შემდგარი.
სხვათა შორის, წლევანდელ რალიზე ერთი სიახლე იქნება - ესპანელი
"სმარტის" სარბოლო ვერსია იყენებს Polaris-a-ს ორცილინდრიან ძრავას, რომლის სიმძლავრე 90 ცხენის ძალას შეადგენს. მანქანის წონაა 748 კილოგრამი და მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, ალვარესი "ბაგის" კატეგორიაში გამოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"