სტარტზე განსაკუთრებული უსიამოვნებები დანი პედროსას ელოდა. დისტანციის პირველ მეტრებზე ესპანელი მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ პირველ მოსახვევში შეცდა და მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ამასობაში, ლორენსომ შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია, თუმცა სტოუნერი კვალში ჩაუდგა. კეისმა შეძლო ტემპის შენარჩუნება და ბრძოლა გაუმართა ესპანელს.
მაგრამ ანდრეამ ლიდერობის შენარჩუნება ვერ შეძლო - რამდენიმე წუთის შემდეგ ხორხემ დაიბრუნა თავისი საყვარელი და ჩვეული პოზიცია. იტალიელი არ დანებდა, თუმცა მეორედ გასწრების რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ტრასაზე დაეცა და პრაქტიკულად აჩუქა გამარჯვება ესპანელს. ამ მომენტში ჩემპიონატის ლიდერის უკან... დანი პედროსა იმყოფებოდა. კატალონელმა რამდენიმე წუთში რვა პოზიციის მოგება მოახერხა. ამაში მას კეისი სტოუნერიც დაეხმარა, რომელმაც მცირე შეცდომა დაუშვა.
ავსტრალიელმა არამარტო დაკარგა გამარჯვების შანსი, არამედ კინაღამ პოდიუმის მიღმა დარჩა - კეისი მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ შემდეგ მოახერხა რენდი დე პუნიეს გასწრება, მესამე ადგილი კი დოვიციოზოს წაქცევის შემდეგ ერგო. ფინიშთან ახლოს სტოუნერმა პედროსას შეუტია, მაგრამ "ჰონდას" საუკეთესო პილოტს ვერაფერი დააკლო.
კატალონიის გრან-პრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 43.22,805; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +4,754; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - +4,956; 4. რენდი დე პუნიე (საფ, "ჰონდა") - +18,057; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "სუძუკი") - +21,361; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +21,503...
საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 165 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 113; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 91; 4. რენდი დე პუნიე (საფ, "ჰონდა") - 69; 4. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 69; 6. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 67...