საქმეში უამინდობა ჩაერია და წვიმის გამო წარმოქმნილი წყალდიდობის მიზეზით, დისტანციის გავლა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ამიტომაც, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს მხედველობაში მიეღოთ საშუალედო ფინიშის შედეგები, რომელსაც სერიოზული ცვლილებები არ მოუტანია. ეტაპის გამარჯვებულად გამოცხადდა ამერიკელი რობი გორდონი, ხოლო გენერალურ კლასიფიკაციაში ისევ სტეფან პეტერანსელი ლიდერობს.
XI ეტაპი
1. რობი გორდონი (აშშ, Hammer) - 50.21; 2. რონან შაბო (საფრანგეთი, SMG) - +1.08; 3. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, Toyota) - +2.17; 4. ბერნარ
საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, Mini) - 29:07.25; 2. ჟინიელ დე ვილიერსი (სამხრეთ აფრიკა, Toyota) - +51.59; 3. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, Mini) - +1:26.40; 4. ხოან რომა (ესპანეთი, MINI) - +1:37.09; 5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, BMW) - +2:01.27...
* * *
მოტომრბოლებმა მოასწრეს მე-11 ეტაპის დასრულება. პირველი რბოლა მოიგო ამ დაკარზე ამერიკელმა კურტ კასელიმ, ხოლო საერთო ჩათვლის ლიდერმა სირილ დეპრემ მესამე ადგილი დაიკავა. ამან ფრანგს საშუალება მისცა კიდევ უფრო გაეზარდა თავისი უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში - ახლა ის უახლოეს მდევარს, პორტუგალიელ რუბენ ფარიას 13 წუთზე მეტს უგებს.
XI ეტაპი
1. კურტ კასელი (აშშ, KTM) - 2:55.01; 2. პაულო გონკალვეში (არგენტინა, “ჰუსკვარნა”) - +4.45; 3. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +6.24; 4. ხუან პედრერო (ესპანეთი, KTM) - +10.18; 5. ფრანსისკო ლოპესი (ჩილე, KTM) - +10.51...
საერთო ჩათვლა
1. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - 33:48.29; 2. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +13.16; 3. ფრანსისკო ლოპესი (ჩილე, KTM) - +18.08; 4. ივან იაკეში (სლოვაკეთი, KTM) - +23.33; 5. ალესანდრო ბოტური (იტალია, “ჰუსკვარნა”) - +29.32...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დაკარის რბოლაში ლიდერი ისევ შეიცვალა