რბოლის ორგანიზატორთა თქმით, 14 დაზარალებული უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ 14 მაყურებელს სამედიცინო დახმარება ინციდენტის ადგილას აღმოუჩინეს.
ავტოკატასტროფა ტრასაზე რამდენიმე ავტომობილის შეჯახების შემდეგ მოხდა. ერთ-ერთი მანქანა, რომლის საჭესთან დებიუტანტი კაილ ლარსონი იჯდა, კონტარქტის შემდეგ ჰაერში აფრინდა და ტრიბუნების დამცავ ღობეს შეასკდა. დარტყმამ მანქანის წინა მხარე მთლიანად გაანადგურა, ავტოს ნაწილები კი ტრასაზე და მაყურებლებს შორის მიმოაფანტა.
სხვათა შორის, ფინიშამდე ერთი წრით ადრე, დაიტონაში კიდევ ერთი შეჯახება მოხდა 13 ავტომობილის მონაწილეობით. ავარიიაში ერთ-ერთი დაზარალებული - მრბოლელი მაიკლ ანეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რბოლა კი დაახლოებით 20 წუთი იყო შეჩერებული.
23 თებერვალს ჩატარებული ეტაპის გამარჯვებული გახდა ტონი სტიუარტი, რომელმაც მოახერხა დამსხვრეულ მანქანებს შორის გავლა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. სტიუარტმა, რომელიც NASCAR-ის სერიის სამგზის გამარჯვებულია, ფინიშის შემდეგ უარი თქვა დაჯილდოვების ტრადიციულ ცერემონიაში მონაწილეობაზე.
Video
NASCAR-ის რბოლაში საშინელი ავარია მოხდა
NASCAR-ის რბოლაში საშინელი ავარია მოხდა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"