საშინელი ავარია NASCAR-ის რბოლაში [VIDEO]

AutoSharing Option
საშინელი ავარიით დასრულდა ფლორიდის შტატის ქალაქ დაიტონაში NASCAR-ის სერიის რბოლა. დაზუსტებული ცნობებით, სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო 28 მაყურებელმა, - იტყობინება ტელეკომპანია NBC.

რბოლის ორგანიზატორთა თქმით, 14 დაზარალებული უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ 14 მაყურებელს სამედიცინო დახმარება ინციდენტის ადგილას აღმოუჩინეს.

ავტოკატასტროფა ტრასაზე რამდენიმე ავტომობილის შეჯახების შემდეგ მოხდა. ერთ-ერთი მანქანა, რომლის საჭესთან დებიუტანტი კაილ ლარსონი იჯდა, კონტარქტის შემდეგ ჰაერში აფრინდა და ტრიბუნების დამცავ ღობეს შეასკდა. დარტყმამ მანქანის წინა მხარე მთლიანად გაანადგურა, ავტოს ნაწილები კი ტრასაზე და მაყურებლებს შორის მიმოაფანტა.

რბოლის ბოლო წრეზე ავარიის მიზეზი კი ის გახდა, რომ ლიდერმა რეიგან სმიტმა გამარჯვების განაღდება სცადა, რის გამოც გზა გადაუღობა NASCAR-ის სერიის მოქმედ ჩემპიონს ბრედ კესელოვსკის. სმიტისა და კესელოვსკის მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ და ავარიაში სხვა ავტომობილებიც ჩაითრიეს.

სხვათა შორის, ფინიშამდე ერთი წრით ადრე, დაიტონაში კიდევ ერთი შეჯახება მოხდა 13 ავტომობილის მონაწილეობით. ავარიიაში ერთ-ერთი დაზარალებული - მრბოლელი მაიკლ ანეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რბოლა კი დაახლოებით 20 წუთი იყო შეჩერებული.

23 თებერვალს ჩატარებული ეტაპის გამარჯვებული გახდა ტონი სტიუარტი, რომელმაც მოახერხა დამსხვრეულ მანქანებს შორის გავლა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. სტიუარტმა, რომელიც NASCAR-ის სერიის სამგზის გამარჯვებულია, ფინიშის შემდეგ უარი თქვა დაჯილდოვების ტრადიციულ ცერემონიაში მონაწილეობაზე.

VideoSportall.Ge
NASCAR-ის რბოლაში საშინელი ავარია მოხდა


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული