ჰიბრიდული სუპერქარი "მაკლარენი" - მაქსიმალურად მიახლოებული ფორმულა 1-თან

AutoSharing Option
ჟენევაში კომპანია McLaren Automotive-მა გამართა ახალი ჰიბრიდული სუპერქარის, McLaren P1-ის პრეზენტაცია. მასში მონაწილეობა მიიღო ფორმულა 1-ში "მაკლარენის" მექსიკელმა პილოტმა სერხიო პერესმა.

ავტომობილი, რომელიც "მაკლარენის" ინჟინრების მიერ არის შექმნილი, თავისი ჩქაროსნული და დინამიკური შესაძლებლობებით მაქსიმალურად არის მიახლოებული ფორმულა 1-თან და განკუთვნილია იმათთვის, ვინც ნამდვილად აფასებს სიჩქარეს და თან სოლიდური ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია, რადგან მანქანის ღირებულებაა - 866 ათასი ფუნტი სტერილინგი.

"მაკლარენის" შეფის, რონ დენისის თქმით, მანქანა შეზღუდული ტირაჟით გამოვა - 375 ეგზემპლარი.

პრეზენტაციისას სერხიო პერესმა აღნიშნა, რომ უკვე იჯდა ახალი მანქანის
საჭესთან და ტრასაზე მისი მოქმედება მართლაც მოგაგონებთ ფორმულა 1-ის მანქანას; რონ დენისი კი ირწმუნება, რომ P1 - ყველაზე სწრაფი საგზაო მანქანაა მსოფლიოში, რომელიც მომავალში სიჩქარის ყველა რეკორდს მოხსნის.

McLaren P1-ის ჰიბრიდული ძრავა 900 ცხენის ძალას ანვითარებს და მანქანა აღჭურვილია უნიკალური აქტიური აეროდინამიკური ელემენტებით.

გარკვეულ სიჩქარეზე P1-ის კორპუსიდან ამოდის უკანა ფრთა, წინა საბურავების წინ კი ჩნდება ორი დეფლექტორი: ეს ელემენტები საგზაო სუპერქარს დაუჯერებელი დონის მოჭიდების ძალის მიღების საშუალებას აძლევს. გამოცხადებული მაქსიმალური სიჩქარეა - 349 კმ/სთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უფრთხილდით "მერსედესს"!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ ფერარის ახალ მოდელს შეეძლება კონკურენციის გაწევა
avtuko
18:15 08-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული