რა თქმა უნდა, ოჟიეს პროგრესი განაპირობა "ფოლკსვაგენის" მანქანამ - გერმანულ კონცერნს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კლასიკურ რალიში ფანტასტიკური დაბრუნება გამოუვიდა და ჯერჯერობით აშკარად ჯაბნის კონკურენტ "სიტროენს".
პორტუგალიის ეტაპზე "ფოლკსვაგენს" დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბოლო დღეს იარი-მატი ლატვალას მანქანას ტრანსმისიის პრობლემა შეექმნა და მეორე ადგილი მიკო ჰირვონენს გადაულოცა.
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) – 4:07.38,7; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - +58,2; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - +4.04,5; 4. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, Ford) - +5.27,7; 5. ნასერ ალ-ატიია (ყატარი, Ford) - +7.43,5; 6. ანდრეას მიკელსენი (დანია, Volkswagen) - +9.39,8; 7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, Ford) - +15.04,2; 8. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) – +15.43,6...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) – 102 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) – 48; 3. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) – 43; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) – 32; 5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 31; 6. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) – 27; 7. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) – 25; 8. ნასერ ალ-ატიია (ყატარი, Ford) - 20...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: სხვა სებასტიანის დრო დგება