მან პირველი პოული მოიპოვა კარიერაში, მაგრამ ზედმეტი ნერვიულობის გამო სტარტი ჩააგდო, რითაც წინ გაუშვა თანამემამულე და თანაგუნდელი დანი პედროსა. თუმცა ახალბედა ბოლომდე არ დაიბნა - ის კვალში ჩაუდგა გაცილებით გამოცდილ მეწყვილეს და მას კომფორტული უპირატესობის შექმნის საშუალება არ მისცა, ხოლო ფინიშამდე 9 წრით ადრე მარკმა გასწრებაც მოახერხა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. თან მარკესი მოტოგრანპრის რეკორდის ავტორი გახდა - ის ამ სერიის
პედროსა მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო პოდიუმი შეავსო ხორხე ლორენსომ, რომელმაც მესამე ადგილიდან აიღო სტარტი და ფინიშამდე უცვლელად ამ პოზიციაზე იმყოფებოდა. რაც შეეხება "იამაჰას" მეორე პილოტს, ლეგენდარულ იტალიელს ვალენტინო როსის, მან ჩააგდო ეს რბოლა და მხოლოდ მეექვსე მივიდა ფინიშთან.
ახლა გენერალურ კლასიფიკაციაში 41-41 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ მარკესი და ლორენსო. მესამეზეა დანი პედროსა, ხოლო ხუთეულს ავსებენ "იამაჰას" წარმომადგენლები - როსი და კერძო გუნდში მოასპარეზე კელ კრატჩლოუ.
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე რბოლა მაისის დასაწყისში, ესპანეთის ხერესში გაიმართება. ცხადია, რომ "ჰონდაში" კეისი სტოუნერს შესანიშნავი შემცვლელი მოუძებნეს მარკ მარკესის სახით და წელს ჩემპიონობისთვის არა მხოლოდ ლორენსო და პედროსა, არამედ ეს 20 წლის პილოტიც იბრძოლებს.
აშშ-ის გრანპრი
1. მარკ მარკესი ("ჰონდა") - 21 წრე; 2. დანი პედროსა ("ჰონდა") - +1.534; 3. ხორხე ლორენსო ("იამაჰა") - +3.381; 4. კელ კრატჩლოუ ("იამაჰა") - +6.616; 5. შტეფან ბრადლი ("ჰონდა") - +12.674; 6. ვალენტინო როსი ("იამაჰა") - +16.615; 7. ანდრეა დოვიციოზო ("დუკატი") - +22.374; 8. ალვარო ბაუტისტა ("ჰონდა") - +22.854...
საერთო ჩათვლა
1. მარკ მარკესი ("ჰონდა") - 41 წრე; 2. ხორხე ლორენსო ("იამაჰა") - 41; 3. დანი პედროსა ("ჰონდა") - 33; 4. ვალენტინო როსი ("იამაჰა") - 30; 5. კელ კრატჩლოუ ("იამაჰა") - 24; 6. ალვარო ბაუტისტა ("ჰონდა") - 18; 7. ანდრეა დოვიციოზო ("დუკატი") - 18; 8. ნიკი ჰეიდენი ("დუკატი") - 15...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოტოგრანპრი "იამაჰას" დუბლით დაიწყო