ახალმა ჩემპიონმა ხორხე ლორენსომ დამაჯერებლად შეინარჩუნა ლიდერობა, მაგრამ შემდეგ ტრასაზე სიტუაცია აირია. კარგი სტარტი გამოუვიდა ანდრეა დოვიციოზოს, რომელიც მეშვიდე ადგილიდან მეორეზე გადავიდა, მაგრამ ლორენსოს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ამის გაკეთება
მესამე წრეზე მესამე ლიდერი ვიხილეთ - ვალენტინო როსი. მას ლორენსო მიყვებოდა და მხოლოდ შემდეგ მოდიოდა ჰეიდენი. მომდევნო წრეზე კი მესამე პოზიციაზე გადავიდა "დუკატის "მეორე პილოტი კეის სტოუნერი. ავსტრალიელმა კარგი ტემპი აიღო და ლორენსოს მიუახლოვდა, მაგრამ როგორც კი გასწრება დააპირა, ტრასაზე დაეცა. ის იყო ბოლო პილოტი, რომელმაც დისტანციაზე "იამაჰას" წყვილი შეაწუხა.
როსიმ კი ვერ შეძლო ლორენსოსგან შორს წასვლა, თუმცა თავიდან დამაჯერებლად ინარჩუნებდა პირველ პოზიციას. ხორხემ რამდენიმე წრის შემდეგ "გაიღვიძა" და მე-12 წრეზე ლიდერიც გახდა. როსისგან განსხვავებით, ესპანელმა არამარტო შეინარჩუნა პირველი ადგილი, არამედ როსის კომფორტულ მანძილზე დაშორდა. იტალიელს გამარჯვების შანსი აღარ ჰქონდა.
გაცილებით საინტერესო გამოვიდა მესამე ადგილისთვის ბრძოლა. დიდი ხანი პოდიუმის შანსს ნიკი ჰეიდენ ინარჩუნებდა, მაგრამ რბოლის ერთი მესამედის გავლის შემდეგ პრობლემები შეექმნა და ერთბაშად სამმა პილოტმა შეავიწროვა - სიმონჩელიმ, დოვიციოზომ და პედროსამ. ეს უკანასკნელი ამ ტრიოს მალე ჩამოშორდა, რადგან რბოლის მეორე ნაწილში მკეთრად უკლო სიჩქარეს. მარკო, ანდრეა და ნიკი კი ბოლო მომენტამდე იბრძოდნენ მესამე ადგილისთვის. დოვიციოზომ ზედ ფინიშის სწორ მონაკვეთზე გაასწრო კონკურენტებს და სულ მცირე უპირატესობით აჯობა მათ.
ლორენსომ სეზონში მერვე რბოლა მოიგო. ბოლო ეტაპი 7 ნოემბერს ვალენსიაში გაიმართება და სწორედ იქ გაირკვევა ვიცე-ჩემპიონის ბედი. როსი ოდნავ მიუახლოვდა პედროსას და მეორე ადგილის დაკავების თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
პორტუგალიის გრან-პრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 28 წრე; 2. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - +8,629; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +26,475; 4. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +26,534; 5. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +27,154; 6. რენდი დე პუნიე (საფ, "ჰონდა") - +28,297...
საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 358 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 236; 3. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 217; 4. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 205; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 195; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 163...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"