არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ლოების არყოფნაში, ოჟიე წელს იოლად მოიგებს ჩემპიონატს და ყველას აინტერესებს - რა იქნებოდა
არგენტინაში ლოებმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, ოჟიეც იოლად მოექცა მეორე ადგილზე და ისინი უკნიდან არავის შეუწუხებია. ბოლო დღისთვის ჩემპიონს იმხელა უპირატესობა ჰქონდა "ფოლკსვაგენზე", რომ შეეძლო, ტემპი დაეგდო და რისკს მორიდებოდა.
ლოებმა ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა არგენტინაში, ოჟიემ კი მთავარი ამოცანა შეასრულა და ტიტულისთვის ბრძოლაში ყველა კონკურენტს გაუსწრო. რალიში მორიგი ეტაპი მაისის ბოლოს, საბერძნეთში გაიმართება, სადაც ლოებს ვერ ვიხილავთ - "სიტროენის" პილოტი საფრანგეთში გეგმავს გამოსვლას.
"ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო, - განაცხადა ჩემპიონმა, რომელმაც კარიერაში 78-ე ეტაპი მოიგო. - ძალიან რთული რალი გამოვიდა, მაგრამ მე მომეწონა. ღორღის საფარზე დიდი ხანია, არ მიასპარეზია და ამიტომაც თავიდანვე ვერ ვიპოვე საერთო ენა მანქანასთან, მაგრამ შემდეგ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა".
არგენტინის რალი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) – 4:35.56,7; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) - +55,0; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - +2.00,8; 4. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, Ford) - +2.36,7; 5. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) – +4.40,5; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - +6.23,9; 7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) – +11.02,2; 8. ანდრეას მიკელსენი (დანია, Volkswagen) - +13.22,1...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) – 122 ქულა; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) – 68; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) – 57; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 49; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) – 38; 6. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) – 35; 7. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) – 29; 8. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, Ford) - 27...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სარბოლო უქმეები: ლოებისა და ოჟიეს დუელის მოლოდინში