ჯიმი ჯონსონმა მოიგო NASCAP Sprint Cup-ის ეტაპი პენსილვანიაში და გაიმყარა ლიდერობა გენერალურ კლასიფიკაციაში. ეს გამარჯვება მესამეა სეზონში ჯონსონისთვის და ამ მაჩვენებლით მეტ კენსეტს დაეწია. ეტაპზე მეორე იყო გრეგ ბიფლი, მესამე - დეილ ერნჰარდტ-უმცროსი.
რბოლამ სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა, ლიდერი კი მთელი დისტანციის განმავლობაში მხოლოდ ოთხი პილოტი იყო. წრეების დიდი ნაწილი – 128 და 160 სწორედ ჯონსონი ლიდერობდა. "ბიჭებმა ძალიან კარგი მანქანა მომიმზადეს - შასი და ძრავა უბრალოდ ბრწყინვალე იყო”, - განაცხადა ჯონსონმა.
* * *
ინდიკარის სერიის მორიგ ეტაპს Texas Motor Speedway-ის ტრეკი მასპინძლობდა. აქ გამარჯვება მოიპოვა ჰელიო კასტრონევეშმა და ჩემპიონატის ლიდერი გახდა. ბრაზილიელმა პილოტმა მოგება მისთვის ტრადიციულ სტილში აღნიშნა - ტრიბუნების დამცავ ღობეზე აცოცდა. თავის დროზე, სწორედ ამის გამო მიიღო მან მეტსახელი - "ადამიანი-ობობა".
"ეს შესანიშნავი რბოლა იყო და გუნდმა დაიმსახურა ეს გამარჯვება, - განაცხადა რბოლის შემდეგ ტრიუმფატორმა. - ჩვენ ჯიუტად ვიბრძოდით და მოვახერხეთ საერთო ჩათვლაში ლიდერობის მოპოვება”.
მეორე ადგილი ფინიშზე რაიან ჰანტერ-რეიმ მოიპოვა, მესამეზე გავიდა ინდი-500-ის გამარჯვებული ტონი კანაანი. რაც შეეხება პოულის მფლობელ უილ პაუერს, მან რბოლა მხოლოდ მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
ინდიკარის შემდეგი ეტაპი 16 ივნისს, Milwaukee Mile-ის ტრეკზე გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"