"ახლა, ჩვენი ფიქრები და სამძიმარი მიმართულია ჯეისონ ლეფლერის ოჯახისკენ. ათ წელიწადზე მეტი, ჯეისონი ნამდვილი მებრძოლი იყო და ჩვენ ის ძალიან დაგვაკლდება", - წერია NASCAR-ის რბოლის ორგანიზატორთა ოფიციალურ განცხადებაში.
ლეფლერს NASCAR-ის სერიაში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა და ორჯერ იყო გამარჯვებული მნიშვნელობით მეორე სერიაში - NASCAR Nationwide-ში.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია NASCAR-ის სერიის ყოფილი პილოტის - ჯონ მარკ სეტლმაირის დაღუპვის შესახებ. ავტომრბოლი ჩრდილოეთ კაროლინას შტატის კოლდუელის ოლქში პოლიციელებთან ცეცხლსასროლი იარაღით შეტაკებისას დაიღუპა.
სამართალდამცავები სეტლმაირისა და მისი მეუღლის ლინდა კეის სახლში მას შემდეგ გამოცხადდნენ, რაც შეტყობინება მიიღეს ოჯახური ძალადობის შესახებ. 51 წლის ქალთან საუბრის დროს, პოლიციელებმა გასროლის ხმა გაიგეს. როგორც აღმოჩნდა, სეტლმაირმა სარდაფში ააგო ბარიკადები, ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარი განაცხადა და პოლიციელებს სროლა აუტეხა, რომლის დროსაც დაიღუპა კიდეც.
1982 წელს, სეტლმაირმა ექვსი რბოლა ჩაატარა NASCAR Nationwide-ის სერიაში და ერთხელ ფინიშზე პირველი მივიდა.
შემდეგი გაჩერება ბარსელონაა
კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ჟურნალ “ფორბსის” ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა რეიტინგი. მისი მიხედვით ირკვევა, რომ მოტოგრანპრის მონაწილეებს შორის ყველაზე შემოსავლიანი პილოტია ლეგენდაოული იტალიელი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ვალენტინო როსი, რომლის შემოსავალი განვლილ წელს 22 მილიონ დოლარს შეადგენდა. საერთო რეიტინგში “იამაჰას” იტალიელი მოტომრბოლი 51-ე ადგილს იკავებს.
თუმცა უნდა ითქვას, რომ “იამაჰაში” დაბრუნების მიუხედავად, ვალენტინო ამ სეზონში არც ისე წარმატებით გამოდის - ამ მომენტისთვის მას მხოლოდ ერთი პოდიუმი აქვს მოპოებული. ის მეექვსე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში და ლიდერ დანი პედროსას 50 ქულაზე მეტით ჩამორჩება.
მომავალ უქმეებზე, მოტოგრანპრის ჩემპიონატის მორიგი ეტაპი ბარსელონაში იმართება. საერთოდ, მსოფლიოს პირველობის კალენდარში ოთხი ესპანური ეტაპია. ხერესში რბოლა პედროსამ მოიგო, ახლა კი კატალონიის გრანპრის ჯერია. რა თქმა უნდა, პედროსას გარდა, მოტოგრანპრის კალენდარში სხვა სწრაფი ესპანელებიც არიან, კერძოდ, ხორხე ლორენსო და მარკ მარკესი, რომლებიც ოცნებობენ საშინაო ტრასაზე მოგებას, თან ამისკენ საერთო ჩათვლაში შექმნილი სიტუაციაც უბიძგებს - ხორხე და მარკი გენერალურ კლასფიკაციაში 12 და 26 ქულით ჩამორჩნენ პედროსას.
მოტოგრანპრი
კატალონიის გრანპრი
ჩატარების ადგილი: კატალუნია (ესპანეთი)
წრის სიგრძე: 4.727 კმ
წრის რეკორდი: 1:42,358 (დანი პედროსა, 2008)
საერთო ჩათვლა
1. პედროსა (Honda) - 103 ქულა
2. ლორენსო (Yamaha) - 91
3. მარკესი (Honda) - 77
4. კრატჩლოუ (Yamaha) - 71
5. დოვიციოზო (Ducati) - 50
6. როსი (Yamaha) - 47
7. ჰეიდენი (Ducati) - 45
8. ბაუტისტა (Honda) - 38
უქმეების განრიგი
14 ივნისი, 11:55 – I პრაქტიკა
14 ივნისი, 16:05 – II პრაქტიკა
15 ივნისი, 11:55 – III პრაქტიკა
15 ივნისი, 16:10 - კვალიფიკაცია
16 ივნისი, 16:00 – რბოლა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტრაგედია კანადის გრანპრიზე - ამწემ მარშალს თავზე გადაუარა [VIDEO]