მსოფლიოს უსწრაფესი მოტოციკლისტი რეკორდის გაუმჯობესებისას სასიკვდილოდ დაიმტვრა [VIDEO]

AutoSharing Option
საქვეყნოდ ცნობილმა მოტოციკლისტმა ბილ უორნერმა მას შემდეგ, რაც შეძლო მოტოციკლით 482 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, მართვის უნარი დაკარგა და სასიკვდილოდ დაიმტვრა.

44 წლის მრბოლელი მისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებასა და 500 კმ/სთ სიჩქარის ზღვრის გადალახვას ეშურებოდა.

უორნერი აშშ-ის ყოფილ სამხედრო ბაზაზე დაიღუპა. ის კატასტროფისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც სიკვდილს ერთი საათის განმავლობაში ებრძოდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბილი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მოტომრბოლელი 2011 წელს გახდა, როდესაც 500 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, რისთვისაც 2,4 კმ-იანი მონაკვეთი დასჭირდა. ამჯერად ის ამ სიჩქარის განვითარებას 1,6 კმ დისტანციაზე შეეცადა,
მაგრამ ექსპერიმენტი ფატალური შედეგით დასრულდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გეჩქარებოდა
soko
20:52 15-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული