ავარიამ Kawasaki-ს 25 წლის პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა. რბოლის დაწყებისთანავე ძლიერი წვიმა დაიწყო, რაც კატასტროფის მთავარი მიზეზი გახდა.
იტალიელმა ანდრეა ანტონელიმ ბაიკი ვერ დაიმორჩილა და სველ ასფალტზე მოსრიალდა, ტრასაზე დავარდნილს კი უკან მომავალმა მრბოლელმა დიდი სისწრაფით გადაუარა.
რბოლა მაშინვე შეწყდა. პილოტის გადარჩენის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა - მიღებული ტრავმებით ახალგაზრდა მრბოლელი დაიღუპა.