აქამდე ესპანელის ანგარიშზე 34 პოდიუმი იყო და ახლა, როგორც იქნა, პირველმა მიაღწია ფინიშამდე.
ბოლო დღეს სორდოს დაძაბული ბრძოლა უნდა ჰქონოდა ტიერი ნოივილთან, რომელსაც მხოლოდ 0.8 წამს უგებდა, მაგრამ ბელგიელმა ბოლო სპეცმონაკვეთზე სერიოზული შეცდომა დაუშვა და თითქმის წუთი წააგო გამარჯვებულთან.
გადაიდო "ფოლკსვაგენის" ლიდერის, სებასტიან ოჟიეს ვადაზე ადრე გაჩემპიონება. მას ავსტრალიის ეტაპამდე მოუწევს მოცდა. ფრანგი გერმანიაში ათეულშიც ვერ მოხვდა, თუმცა ბონუსურ სპეცმონაკვეთზე მოახერხა გარკვეული
რაც შეეხება WRC2-ის კლასს, პოლონელმა რობერტ კუბიცამ "სიტროენით" მორიგი ეტაპი მოიგო და ახლა გენერალურ კლასიფიკაციაში 8 ქულას უგებს "ფორდის" პილოტ აბდულაზიზ ალ-კუვარის.
1. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - 3:15.19,4; 2. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - +53,0; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - +2.36,1; 4. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, Ford) - +8.00,8; 5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, Citroen) - +9.01,3; 6. ელვინ ევანსი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +9.14,2...
1. საერთო ჩათვლა
სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) - 184 ქულა; 2. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) - 109; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 98; 4. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) - 96; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - 88; 6. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) - 68...
* * *
გერმანიის რალის მსვლელობისას ერთ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი: ორი პილოტი დაიღუპა ისტორიული მანქანების რბოლისას.
როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, ინციდენტი ქალაქ ტრირში, ყოფილ სატანკო პოლიგონზე მოხდა. ორივე დაღუპული ჰოლანდიის მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით, გაუქმდა რალის მე-14 სპეცმონაკვეთი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"