ლეგენდარული რალი-რეიდის - "დაკარის" ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ გაისად რბოლაში მონაწილეობას 430 ეკიპაჟი მიიღებს. ეს შარშანდელ მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. 2011 წელს ავტომარათონი დაკარში 1-16 იანვარს სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე გაიმართება. წესებში მთავარი ცვლილება მოტოციკლთა ძრავების მოცულობის ლიმიტრება გახლავთ. "დაკარში" მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ 450 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლები მოცულობის ძრავებით აღჭურვილ მოტოციკლებს.
ამის გამო გაისად რალიში მოტომრბოლთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან 151 მონაწილე იყო, ახლა კი პირველობისთვის 183 მოტომრბოლი იბრძოლებს. მთავარი ფავორიტები კვლავაც KTM-ის წარმომადგენელები არიან - ამ მარკის მოტოციკლებით გამოვლენ სირილ
ავტომობილების კლასში ისევ Volkswagen-ის დომინირებას ელიან. ამ გუნდის შემადგენლობა არ შეცვლილა: კარლოს საინსი, ჟინიელ დე ვილიერი, ნასერ ალ-ატია და მარკ მილერი. Volkswagen-ის მთავარი კონკურენტი იქნება BMW X-Raid, რომლის ღირსებას დაიცავს "დაკარის" ცხრაგზის გამარჯვებული სტეფან პეტერანსელი. სულ 2011 წელს სტარტზე 146 ეკიპაჟი გავა, რაც შარშანდელზე 12-ით მეტია.
ამჯერად რალი-რეიდის მარშრუტი არგენტინისა და ჩილეს ჩრდილოეთ ტერიტორიებზე გაივლის - ბოლივიისა და პერუს საზღვრებთან ახლოს. საერთო დისტანცია 9000 კილომეტრია, რომელთაგანაც 5000 ათასი კილომეტრი ჩქაროსნული მონაკვეთები იქნება. ორგანიზატორთა გათვლით, მონაწილეებს ყველაზე რთული მონაკვეთები მარათონის მეორე ნაწილში ელით, რაც ბოლომდე შეუნარჩუნებს რბოლას ინტრიგას.
ისევე როგორც 2010 წელს, სტრატი და ფინიში არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში შედგება. 17 დღის განმავლობაში გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი დასვენების დღე.