ჰილტონმა საკუთარი გუნდი გაიჩინა

AutoSharing Option

მომავალ წელს მოტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატში ძალიან საინტერესო გუნდი გამოვა. 125 კუბური სანტიმეტრის კლასში საკუთარი საჯინიბო ეყოლება ჰოლივუდური ბომონდის წარმომადგენელს, სკანდალურად ცნობილ პერის ჰილტონს. სასტუმროების ქსელის დამაარსებლის შვილიშვილმა გამოაცხადა, რომ თანამშრომლობა დაიწყო გუნდ BQR-თან.

ახალ გუნდს მეტად გრძელი სახელწოდება აქვს - SuperMartxe VIP by Paris Hilton. მის შემადგენლობაში გამოვლენ ესპანელი მოტომრბოლელები - სერხიო გადეა და მავერიკ ვინალესი. ასევე გუნდში იმუშავებს ლეგენდარული მექანიკოსი როსანო ბრაზი, რომელიც თავის დროზე მოტო გრან-პრის კლასში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონ ვალენტინო როსისთან თანამშრომლობდა.


ჰილტონმა ეს ინფორმაცია "თვითერის" სოციალური

ქსელის მეშვეობით გაავრცელა: "დიდი მხიარულება იქნება. ძალიან მიყვარს მოტოციკლები!"

ამ წლის დასაწყისში ჰოლივუდის ვარსკვლავი ანტონიო ბანდერასი უჭერდა მხარს მოტო გრან-პრის ერთ-ერთ გუნდს, მაგრამ მთავარი სპონსორის წასვლის შემდეგ, ამ საჯინიბომ არსებობა შეწყვიტა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული