ძველი ფავორიტებით

AutoSharing Option

ბუენოს აირესში სტარტი აიღო პლანეტის ყველაზე ცნობილმა რალი-რეიდმა - ლეგენდარულმა "დაკარმა". ზედიზედ მესამედ ეს რბოლა სამხრეთ ამერიკაში - არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიაზე ჩაივლის.  15 დღის განმავლობაში მარათონის მონაწილეებს 9500 ათასი კოლომეტრის დაფარვა მოუწევთ, რომელთაგანაც ხუთი ათასი კილომეტრი სპეცმონაკვეთებზე მოდის.

ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი მარშრუტი შარშანდელზე რთული იქნება - არგენტინის დედაქალაქიდან ქარავანი კურსს ქვეყნის ჩრდილოეთით აიღებს, შემდეგ ჩილეს უდაბნოებში გაგრძელდება, ხოლო ტრადიციული დასვენების დღის (8 იანვარი) შემდეგ, მონაწილეები უკან ბუენოს აირესისკენ გამოუშურებიან, სადაც 16 იანვარს ფინიშია დანიშნული. მთავარი სირთულეები სპორტსმენებს
ცნობილი უდაბნოს

ატაკამასა და კორდილიერების გადალახვისას ელით.

მანქანების კლასში ფავორიტად "ფოლკსვაგენის" ქარხნული გუნდი მიიჩნევა, რომელმაც ბოლო ორი "დაკარი" მოიგო. "ტუარეგის" საჭეს ისევ მიუჯდებიან მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი კარლოს საინსი, კატარელი ნასერ ალ-ატიია, სამხრეთაფრიკელი ჟინელ დე ვილიერსი და ამერიკელი მაიკლ მილერი.

"ფოლკსვაგენის" მთავარი კონკურენტია - ავსტრიული გუნდი X-Raid, რომელიც კონცენრ BMW-ის მხარდაჭერით გამოდის. მის პილოტებს შორის არის "დაკარის" ექვსგზის ტრიუმფატორი, ფრანგი სტეფან პეტერანსელი. მის მანქანას BMW X3 CC ჰქვია, ხოლო X-Raid-ის კიდევ ერთი ეკიპაჟი ყოფილი სამთომოთხილამურის გერლენ შიშერის ხელმძღვანელობით სტარტზე სულ ახალ მოდელს - Mini All4 Racing-ს გამოიყვანს.

ასევე არ უნდა დავივიწყოთ ნასკარისა და ინდიკარის სერიების ცნობილი მრბოლელი, ამერიკელი რობი გორდონი, რომელიც ტრადიციულად ძლიერად გამოდის "ჰამერის" ავტომობილით.

მოტოკიცლისტების კლასში ძირითადი ბრძოლა KTM-ის წარმომადგენლებს შორის არის მოსალოდნელი. ესენი არიან: ფრანგი სირილ დესპრე, ესპანელი მარკ კომა (ორივე მოგებული აქვს "დაკარი") და ნორვეგიელი პოლ ანდერს ულეველსეტერი. მათ "იამაჰას" საქარხნო მოტოციკლებით კონკურენციას გაუწევენ პორტუგალიელი ელდერ როდრიგესი, ამერიკელი იოჰან სტრიტი და ესპანელი ჰორდი ვილადომსი. არ ღირს "კერძო" გუნდებში მოასპარეზე მოტომრბოლების დავიწყება. ერთ-ერთია ფრანგი დავიდ კასტო Sherco-დან.
2011 წელს "დაკარის" მონაწილეებს შორის ფორმულა 1-ის სამი ყოფილი პილოტია: არგენტინელი ნორბერტო ფონტანა, რომელიც 1997 წელს "ზაუბერის" ღირსებას იცავდა; ჩილელი ელისიო სალასარი ("სამეფო რბოლებში" 80-იანი წლების დასაწყისში გამოდიოდა) და ჰოლანდიელი იან ლემერსი, რომელიც ეტაპებში 1979-92 წლებში გამოდიოდა.

საერთო ჯამში, რიგით 33-ე "დაკარის" სტარტზე 455 მონაწილე გავიდა. მათ შორის 225 მოტომრბოლია, 157 - მსუბუქი ავტომობილის კლასის და 73 - სატვირთო ავტომობილების მძღოლი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული