მეათე ეტაპზე "დაკარის" მონაწილეები ჩილედან არგენტინაში დაბრუნდნენ. მათ 371 კილომეტრის გავლა უწევდათ. პირობები რთული იყო - წვიმდა და თან პილოტები ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მოძრაობდნენ.
მოტოციკლების კლასში გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერობა გაიმყარა ესპანელმა მარკ კომამ. ის მეორე მივიდა ფინიშთან თანამემამულე ხუან ბარედოს შემდეგ. ამან "დაკარის" ოთხგზის ჩემპიონ კომას საშუალება მისცა, 7.35 წუთამდე გაეზარდა საერთო ჩათვლაში უპირატესობა უახლოეს მდევართან, პორტუგალიელ
ავტომობილების კლასში კი, პრაქტიკულად, ყველაფერი გარკვეულია. მეოთხე ეტაპი მოიგო წლევანდელ "დაკარზე" ნასერ ალ-ატიიამ - მან წუთნახევარზე მეტით გაუსწრო ორლანდო ტერანოვას და კიდევ უფრო დაშორდა გენერალურ კლასიფიკაციაში მთავარ კონკურენტებს - ჟინიელ დე ვილიერსსა და იაზიდ აო-რაჯის. რთული წარმოსადგენია, რომ ყატარელმა ალ-ატიიამ დაკარგოს "დაკარზე" კარიერაში მეორე გამარჯვება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"