ცუდად წარიმართა დღე BMW-ის პილოტებისთვის. ამ გუნდის ლიდერ სტეფან პეტერანსელს აღარ ჰქონდა რალის მოგების იმედი, მაგრამ სერიოზულად ფიქრობდა გენერალური კლასიფიკაციის პირველ სამეულში მოხვედრაზე. როგორც ჩანს, ფრანგს ამ მოკრძალებული მიზნის ასრულებაც არ უწერია. ეტაპის მსვლელობისას BMW-ის ძრავა რამდენჯერმე გადახურდა, რის გამოც პეტერანსელს ტემპის შენელება და ხანდახან მანქანის გაჩერებაც უწევდა. საბოლოოდ, სტეფანმა კონკურენტებთან საათზე მეტი წააგო და ამით საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი ჟინიელ დე ვილიერსს გადაულოცა. ასე რომ, პირველი სამი ადგილი "ფოლკსვაგენის" პილოტებს ეკუთვნით.
მანქანების კლასისგან განსხვავებით, არაფერი შეცვლილა მოტომრბოლებს შორის. უფრო სწორედ ლიდერი იგივე დარჩა, უბრალოდ გაიზარდა სხვაობა პირველ და მეორე ადგილებს შორის. მარკ კომას კონკურენციას ისევ სირილ დეპრე უწევდა. ფრანგი თავიდან ძალიან ჩამორჩა კომას - ესპანელის უპირატესობამ ეტაპის მსვლელობისას ორ წუთს გადააჭარბა.
სწორედ ამ მომენტში მოუმატა ტემპს დეპრემ, თუმცა ბოლომდე ჩამორჩენის გაბათილება ვერ შეძლო და ორ წუთზე ნაკლები დათმო ლიდერთან. თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ საერთო ჯამში გენერალურ კლასიფიკაციაში კომას უპირატესობა 9 წუთსა და 19 წამამდე გაიზარდა. ეს კი მართლაც სოლიდური სხვაობაა.
VIII ეტაპი
მანქანები
1. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - 5:16.30; 2. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - +6.36; 3. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +17.22; 4. მილერი (აშშ, "ფოლკსვაგენი") - +20.01; 5. რომა (ესპანეთი, "ნისანი") - +52.51...
საერთო ჩათვლა
1. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - 28:39.50; 2. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - +5.14; 3. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +48.45; 4. პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +1:33.30; 5. მილერი (აშშ, "ფოლკსვაგენი") - +2:32.23...
მოტოციკლები
1. კომა (ესპანეთი, KTM) - 6:05.02; 2. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +1.55; 3. ლოპეს კონტადრო (ჩილე, Aprilia) - +4.21; 4. როდრიგესი (პორტუგალია, "იამაჰა") - +8.38; 5. ულევალსეტერი (ნორვეგია, KTM) - +25.03...
საერთო ჩათვლა
1. კომა (ესპანეთი, KTM) - 32:18.52; 2. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +9.19; 3. ლოპეს კონტადრო (ჩილე, Aprilia) - +22.48; 4. როდრიგესი (პორტუგალია, "იამაჰა") - +41.42; 5. ფარია (პორტუგალია, KTM) - +1:09.59...
.