დაკარი 2011 - ინტრიგა თითქმის მოკვდა

AutoSharing Option

სუპერმარათონ "დაკარის" დასრულებამდე სამი ეტაპია დარჩენილი, მაგრამ თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, უკვე შეიძლება გამარჯვების მილოცვა ავტომობილებისა და მოტოციკლების კლასის ლიდერებისთვის - ყატარელი ნასერ ალ-ატიიასთვის და ესპანელ მარკო კომასთვის.

ავტომობილებში მეათე ეტაპი პრაქტიკულად განმსაზღვრელი აღმოჩნდა საერთო ჩათვლაში ბრძოლისთვის. ალ-ატიიამ ეტაპზე მხოლოდ მეოთხე დრო აჩვენა, სამაგიეროდ, მთელი 10 წუთი მოუგო მთავარ კონკურენტ კარლოს საინსს და გენერალურ კლასიფიკაციაში უპირატესობა 12 წუთამდე გაზარდა, წინ კი არც ისე რთული ეტაპებია დარჩენილი.

საინსის თქმით, მას მეათე ეტაპზე მთელი რიგი პრობლემები ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ

ესპანელი პირველი გავიდა ტრასაზე და სხვებისთვის გზის გამკვალავი გახდა, რაც ყოველთვის დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, პირველ საკონტროლო წერტილზე ის უკვე რვა წუთს აგებდა მიმდინარე ლიდერთან. საინსის პრობლემებით კარგად ისარგებლა ალ-ატიიამ, თუმცა შემდეგ ის აღმოჩნდა პელოტონის წინ და ახლა მას უწევდა სხვებისთვის გზის "ჩვენება".

 

ოღონდ მან ესპანელისგან განსხვავებით სერიოზული პრობლემები თავიდან აიცილა, თუმცა ეტაპზე პირველობის შანსი აღარ ჰქონია.

გამარჯვებისთვის სტეფან პეტერანსელმა და ჟინიელ დე ვილიერსმა იბრძოლეს. ფრანგი მეოთხე საკონტროლო წერტილზე ჟინიელს ხუთ წუთს უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

 


* * *
კიდევ უფრო სერიოზულად დაზარალდა ინტრიგა მოტომრბოლთა კლასში: მარკ კომამ 10-წუთიანი უპირატესობით აჯობა სირილ დეპრეს და გენერალურ კლასიფიკაციაში სხვაობა 18 წუთამდე გაზარდა.

გამარჯვების მთავარი პრეტენდენტები იყვნენ: კომა, დეპრე, როდრიგესი და ლოპეს კონტადრო. მესამე ნიშნულამდე ისინი თანაბრად მიდიოდნენ, მაგრამ შემდეგ პრობლემები წარმოიშვა. თავიდან სირილ დეპრე ჩავარდა, შემდეგ იგივე დაემართა კონტადროს. როდრიგესი და კომა მთავარი ფავორიტები იყვნენ და წესით პორტუგალიელს უნდა მოეგო, მაგრამ მასაც ხელი მოეცარა.

X ეტაპი
მანქანები
1. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - 2:53.15; 2. ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, BMW) - +4.23; 3. პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +5.38; 4. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - +8.54; 5. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - +18.13...
საერთო ჩათვლა
1. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - 33:58.34; 2. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - +12.37; 3. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +46.57; 4. პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +1:39.32; 5. მილერი (აშშ, "ფოლკსვაგენი") - +3:40.43...
მოტოციკლები
1. კომა (ესპანეთი, KTM) - 3:05.35; 2. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +9.56; 3. ფარია (პორტუგალია, KTM) - +13.22; 4. სტანოვნიკი (სლოვენია, KTM) - +21.26; 5. ლოპეს კონტადრო (ჩილე, Aprilia) - +21.43...
საერთო ჩათვლა
1. კომა (ესპანეთი, KTM) - 38:39.31; 2. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +18.10; 3. ლოპეს კონტადრო (ჩილე, Aprilia) - +45.16; 4. როდრიგესი (პორტუგალია, "იამაჰა") - +1:29.37; 5. ფარია (პორტუგალია, KTM) - +1:34.42...


კიმის თავისი გუნდი ეყოლება

როგორც უკვე ვწერდით, ამ დღეებში ბოლო მოეღო სპეკულაციებს ფინელი კიმი რაიკონენის სამომავლო კარიერის შესახებ.

 

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი რალიში გააგრძელებს კარიერას, თანაც ის 2011 წლის ჩემპიონატში ახალი გუნდის, ICE 1 Racing-ის ღირსებას დაიცავს.

ეს გუნდი ფინელი პილოტების სპონსორების მიერ არის შექმნილი. რაიკონენი ახალ ჩემპიონატში Citroen DS3-ის მანქანით ირბოლებს.


ახალი გუნდის შექმნის ფაქტი დაადასტურეს რალის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა. მათი თქმით, ICE 1 Racing-მა ბოლო მომენტში შეიტანა პირველობაში მონაწილეობის განაცხადი.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული