დაკარი-2011 უმსხვერპლოდ არ წარიმართა

AutoSharing Option
"დაკარი 2011"-ის ავტორალიში მონაწილე "ტოიოტას" პილოტისთვის, ამორ ედუარდო ოსვალდოსთვის მეათე ეტაპი საბედისწერო აღმოჩნდა. ავარია 410-ე ნომრით მოასპარეზე არგენტინულ ეკიპაჟს 12 იანვარს, გამთენიისას შეემთხვა.

საერთო გზაზე მოძრავი, ოსვალდოსა და მისი შტურმანის, ფენეხლიო ალეხანდროს "ტოიოტა" სოფელ ტანოგასტთან შემხვედრ ავტომობილს შეეჯახა, რომელიც რბოლაში არ მონაწილეობდა.

არგენტინულმა ეკიპაჟმა სამედიცინო დახმარება გამოიძახა და ტრავმირებული ავტომრბოლელი ტინოგასტის საავადმყოფოში უმალ გადაიყვანა, თუმცა 41 წლის ოსვალდოს სერიოზული დაზიანებები აღმოაჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ "დაკარის" მარათონის პირველი დღიდან აქამდე 60 ადამიანი დაიღუპა, მათგან 24 რალის
მონაწილე იყო. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა ამ შეჯიბრში 2010 წელს მოხდა - მონაწილე ავტომობილი ერთ-ერთ მაყურებელს დაეჯახა.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული