ორდღიანი ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მსაჯების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, საავტომობილო სპორტი დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლესთან; ხშირია ავარიები, ტრავმები. ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობის მსაჯებს (იქნება ეს წრიული რბოლა, რალი, აღმართის დაძლევა თუ სხვა) უწევთ არა მხოლოდ შეჯიბრების მიმდინარეობის თვალყურის დევნება, არამედ მათთვის აუცილებელია ყველა იმ უსაფრთხოების ნორმის დაცვა, რომელიც საჭიროა ავარიის, ცეცხლის გაჩენის, სხეულის დაზიანების შემთხვევების
ქართველ მსაჯებს თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ ისეთი პრესტიჟული სერიების სპორტული ხელმძღვანელები, როგორებიცაა ფორმულა 1, მსოფლიო ჩემპიონატი ძარიან ავტომობილებში და სხვა.
ტრენინგის მეორე დღეს გაიმართა პრაქტიკული სწავლებები - მსაჯებს მოუწიათ ეჩვენებინათ საკუთარი მომზადება საკმაოდ რთულ სარბოლო სიტუაციებში - ტრასაზე მოხდა როგორც შეჯახების, ისე ცეცხლის გაჩენის და ცეცხლმოკიდებული სპორტული ავტომობილიდან მრბოლელის გადმოყვანის იმიტაცია, ცეცხლის ლიკვიდაცია და სხვა.
წვრთნებში, ისევე, როგორც რეალურ რბოლაზე, ჩართულნი იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო სამსახურები.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია