ავარია 321 კმ/სთ სიჩქარეზე - პილოტი თითქმის უვნებლად გადარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკული საავტომობილო სერიის NASCAR-ის პილოტი ოსტინ დილონი რბოლის დროს დამცავ ბარიერს შეეჯახა. ავარიის მომენტში სპორტული ავტომობილის სიჩქარე დაახლოებით საათში 321 კილომეტრს უდრიდა.

შედეგად, 13 მაყურებელი დაზარალდა მანქანის ნამსხვრევებისგან და რკინის ბარიერის ელემენტებისგან. თავად დილონმა სერიოზული ტრავმები აიცილა თავიდან - ექიმებმა მას მხოლოდ ხელის დაზიანება დაუდგინეს.

ტელეკომპანია Fox Sports აღნიშნავს, რომ ავარიის შესაძლო მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო დეიტონა-ბიჩში რბოლისთვის არაშესაფერისი ამინდი. წვიმის გამო, სტარტი სამი საათით გადაიდო. ავარიის მომენტში ტრასა ბოლომდე მშრალი არ იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული