NASCAR-ის დაღუპული პილოტის ოჯახი სამგზის ჩემპიონს უჩივის

AutoSharing Option
ამერიკული სარბოლო სერიის NASCAR-ის ყოფილი პილოტის კევინ უორდის ოჯახმა გადაწყვიტა სასამართლოში უჩივლოს ამ სერიის სამგზის ჩემპიონს ენტონი სტიუარტს. კევინ უორდი 2014 წლის აგვისტოში, ტრასაზე მას შემდეგ დაიღუპა, რაც სტიუარტმა საკუთარი მანქანით გაიტანა. ამ ინფორმაციას გაზეთი USA Today აქვეყნებს.

"კევინი ჩვენი ცხოვრების სხივი იყო. ის ძალიან გვაკლია. იმედი გვაქვს, სასამართლო პროცესის ორგანიზებასა და ვაჟის მკვლელობაში დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას შევძლებთ. სტიუარტმა უნდა გააცნობიეროს თავისი საქციელის რეალური შედეგი. მან სხვა ადამიანს სიცოცხლე წაართვა", - წერია დაღუპულის ოჯახის განცხადებაში.

2014 წლის სექტემბერში, პრესაში გაჩნდა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უორდის სისხლში მარიხუანას კვალი აღმოაჩინეს. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სამართალდამცავებმა სტიუარტის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს და არ აღძრეს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

შარშანდელი რბოლის დროს, 20 წლის უორდი ავარიაში მოხვდა. ავტომობილიდან გადმოსული მრბოლელი ტრასაზე გავიდა და საკუთარი პრეტენზიების წაყენება სცადა იქვე მოძრავი სტიუარტისთვის. ამ უკანასკნელმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო და უორდს დაეჯახა. ექიმებმა ვერ შეძლეს ახალგაზრდა პილოტის გადარჩენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული