მოტოსპორტი: აქ ალკოჰოლი მოსულა

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ მოტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციისთვის გამონაკლისი დაუშვა და აკრძალული პრეპარატების სიიდან ალკოჰოლი ამოიღო.

"მოტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის თხოვნა განვიხილეთ და მოტოსპორტი ამოვიღეთ სპორტის იმ სახეობების სიიდან, რომლებშიც ალკოჰოლი აკრძალულია", - წერია სააგენტოს პრეს-რელიზში. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ.

ანტისადოპინგო სააგენტოში დაამატეს, რომ ავტომოტოსპორტის ფედერაცია თავად გააკონტროლებს მოტოსპორტში ალკოჰოლის გამოყენებას.

დღეისთვის, ალკოჰოლი დოპინგად ითვლება სპორტის შემდეგ სახეობებში: აერონავტიკა, კარატე, ბოულინგი, კარატე, ტყვიის სროლის სახეობები, საავტომობილო და კატერებით რბოლებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული