ავარიის შედეგად, საავადმყოფოში აღმოჩნდა ათი ადამიანი. მძიმე მდგომარეობაშია ორი მაყურებელი: მამაკაცი და მისი 14 წლის ვაჟი.
"საერთო ჯამში, ათი პაციენტი მივიღეთ - ოთხი პედიატრიულ განყოფილებაში და ექვსი ზრდასრული, რომელთა შორის, ერთი ფეხმძიმეა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორი მაყურებელი სერიოზულად დაშავდა - მამა და შვილი", - განაცხადა სენტ ფრანსისის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა დანიელ მოდესტომ.
ავარიის მომენტში ლიდერები უკვე მისულები იყვნენ ფინიშთან.
მომხდარი ინციდენტი არ იმოქმედებს "დაკარის" განრიგზე. პირველი ეტაპი გუშინ, გვიან უნდა დასრულებულიყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"