"დუკატის" პილოტებს ეს რბოლა დიდი ხანი დაამახსოვრდებათ: ბოლო წრეზე ამ გუნდის ორი პილოტი უმიზნებდა პოდიუმს, მაგრამ, საბოლოოდ, ვერც ერთი იქ ვერ მოხვდა.
ანდრეა იანონე არ შეურიგდა მესამე ადგილს და აგრესიულად შეუტია ანდრეა დოვიციოზოს, რამაც ორივეს წაქცევა გამოიწვია.
შედეგი ის იყო, რომ მათ არც მეორე და არც მესამე ადგილი არ შეხვდათ და თან, იანონეს მომდევნო ეტაპის სტარტზე სამი პოზიციით უკან დაწევენ. აღსანიშნავია, დოვიციოზოს მონდომება,
გამარჯვება "ჰონდას" პილოტმა მარკ მარკესმა მოიპოვა. "დუკატის" კატასტროფამ კი პოდიუმისკენ გზა გაუხსნა ვალენტინო როსისა ("იამაჰა") და დანი პედროსას ("ჰონდა"). მოქმედი ჩემპიონი და პირველი ეტაპის მომგები ხორხე ლორენსო ფინიშამდე ვერ მივიდა.
ორი ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლას სათავეში ჩაუდგა მარკ მარკესი, რომელსაც 41 ქულა აქვს. 33 ქულით მეორეა როსი, მესამე - პედროსა (27 ქულა) და მეოთხე - ლორენსო (25).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"