ლონდონში ფავორიტებად უნდა ჩავიდეთ

AutoSharing Option
17 აპრილს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის პირველი სალიცენზიო ტურნირი იწყება, რომელიც 2012 წლის 17 ივნისამდე გასტანს. ამ პერიოდში ჩატარებული ტურებიდან 12 საუკეთესო შედეგი იქნება მხედველობაში მიღებული. გართულდა ლიცენზიის მოპოვება, რადგან საჭირო იქნება მსოფლიოს 16 საუკეთესოში მოხვედრა.

მძიმე სეზონი გველის, რამეთუ გაიზარდა ძლიერი წყვილების რაოდენობა და ამასთანავე ბევრად მეტი ქვეყანა იღებს სალიცენზიო ტურნირებში მონაწილეობას. წელსვე ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრებები ითამაშებენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, რომელიც 13-19 ივნისს რომში გაიმართება. ეს უდიდესი ფორუმია და იმედია მასმედია სათანადოდ გააშუქებს ამ ჩემპიონატს. ერთ-ერთმა საკაბელო
ტელევიზიამ გამოხატა დაინტერესება და შესაძლოა ქართველმა გულშემატკივარმა პირდაპირი ეთერითაც იხილოს რომის ბატალიები.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ყველა ტურში მივიღოთ მონაწილეობა. ორივე ნაკრებს ცნობილი ბრაზილიელი მწვრთნელები წვრთნიან და ისინი კმაყოფილები არიან ამ ეტაპზე ჩვენი მოთამაშეების მომზადების დონით.

"ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში ორივე გუნდს აქვს შანსი ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლოს. ჩვენ ფავორიტებად ჩავალთ ლონდონში, ვინაიდან წინა ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალისტები ვართ", - განაცხადა საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ახვლედიანმა.






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, როცა ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სახავს გეგმებს და ა.შ. სინამდვილეში რეალობა მეტად მწარეა, როცა იგივე პლაჟის ფრენბურთელები შეიძლებოდა დამატებოდნენ ეროვნულ ნაკრებს და ასე ეთამაშად (კლასიკურ ფრენბურთი მაკვს მხედველობაში) არ ისურვა ფედერაციამ, იმიტომ რომ აღნიშნული კონტიგენტით შედარებით შორს წავიდოდნენ, ეს კი მათ იმდენ ფულს არ დაუტოვებდა, რამდენიც დაიტოვეს.. + კიდევ ყველაზე მარაზმული, თბილისის გოგონათა გუნდი ვერ მიდის ბათუმში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე უსახსრობის გამო, და ზემოთ აღნიშნულ ინტერვიუში კი სულ ია-ვარდით მოფენილი სიტყვებია ამღვრეული ერთმანეთში. ასე რომ ნუ მოვიტყუებთ თავს, იქნებ მიგვეწვდინა ხმა თქვენი მეშვეობით შესაბამის სტუქტურებამდე, შარშან ჰომ ჩემპიონები გახდნენ, თუმცა რა ხეირი?! ...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული