საქა-რთველო მერვედფინალშია

AutoSharing Option
ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტში მიმდინარე მსოფლიო თასის მორიგ ეტაპზე წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას ქართული წყვილი საქა-რთველო. ჩვენმა ფრენბურთელმა ქალებმა ჯგუფური ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მესამე შეხვედრაც მოიგეს და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

საქა-რთველომ, რომელიც შეჯიბრებაში მე-18 ნომრადაა განთესილი, სლოვენიელი დები ფაბიანები დაამარცხა ორ სეტში - 21:16, 21:16 და პირდაპირ მერვედფინალში გააღწია, სადაც ჩვენი ფრენბურთელები დაუპირისპირდებიან 26-ე ნომრად განთესილ რუსულ დუეტს, ბრატკოვა-უკოლოვას, რომელმაც მერვედფინალის შესარჩევ პლეი ოფში 22-ე ნომრად განთესილი ჰოლანდიური დუეტი ვესელინკი-მეპელინკი დაამარცხა სამ სეტში - 14:21, 21:18, 18:16.

სამწუხაროდ, ვაჟთა შეჯიბრებაში
გეორ-გიამ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული