საქა-რთველო და გეორ-გია ბეწვის ხიდზე

AutoSharing Option
ფინეთის ქალაქ ალანდში მიმდინარე მსოფლიო ტურის მორიგ ეტაპზე ქართული წყვილი საქა-რთველო, რომელმაც მესამე რაუნდში გააღწია, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, მე-4 ნომრად განთესილ ამერიკულ წყვილ კესი-როსთან ორ სეტში დამარცხდა - 15:21, 12:21.
დღეს ჩვენი ფრენბურთელი ქალები მე-18 ნომრად განთესილ იტალიურ დუეტ ჩიკოლარი-მენეგატის დაუპირისპირდება. საქა-რთველოს წაგების უფლება აღარ აქვს.

შეჯიბრებაში ჩაერთო გეორ-გიაც. მე-14 ნომრად განთესილმა ჩვენმა ბრაზილიელმა ვაჟებმა ორიდან ერთი შეხვედრა მოიგეს. პირველ მატჩში გეორ-გიამ, მე-19 ნომრად განთესილი რუსული წყვილი პროკოფიევ-ბოგატოვი დაამარცხა ორ სეტში - 21:15, 21;14. მერე კი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, მე-3
ნომრად განთესილ ბრზილიურ დუეტ რიკარდო-მარსიოსთან დამარცხდა - 1:2 (21:17, 16:21, 10:15).
გეორ-გიას მომდევნო მეტოქე დღეს კიდევ ერთი რუსული წყვილი ბარსუკ-მარიშევი იქნება, რომელიც ტურნირზე მე-13 ნომრად არის განთესილი. ჩვენს ფრენბურთელებს წაგების უფლება აღარ აქვთ.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული