ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ირაკლი ჩაჩუა აირჩიეს

AutoSharing Option
16 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ფედერაციის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ჩაჩუა აირჩიეს.

ყრილობაზე დამსწრე ხმის მიცემის უფლების მქონე 32 დელეგატიდან ფარულ კენჭისყრაზე ჩაჩუამ 17 ხმა მიიღო, 15 ხმა ერგო მეორე კანდიდატს - ნინო მღებრიშვილს.

ფრენბურთის ფედერაციას 2001 წლიდან ლევან ახვლედიანი ხელმძღვანელობდა. ახალი პრეზიდენტი ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის ვინაობას ირაკლი ჩაჩუა მიმდინარე კვირას გაამხელს.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული