პირველმა დღემ უსენსაციოდ ჩაიარა. თსუ-მ და "ბათუმმა" ფრედ, 27:27 ითამაშეს, აზერბაიჯანელებმა "ქუთაისს" 35:27 სძლიეს, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა, "თბილისისა" და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გაერთიანებულმა გუნდმა "ქარიშხალა" 40:34 დაამარცხა.
დღეს 14 საათიდან ერთმანეთს შეხვდებიან: აზერბაიჯანი-"ბათუმი", თსუ-სსაუ/თბილისი და "ქარიშხალა"-"ქუთაისი". ჩემპიონატის მესამე ეტაპი პარასკევს დასრულდება.
.