აზერბაიჯანი საქართველოს ჩემპიონატში

AutoSharing Option
გუშინ გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში საქართველოს 21-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე ეტაპი დაიწყო. საინტერესო სიახლე ისაა, რომ "გორის" ნაცვლად ჩემპიონატში აზერბაიჯანის ნაკრები ჩაერთო, რომელიც ბუნებრივია, უკონკურსოდ იასპარეზებს.

პირველმა დღემ უსენსაციოდ ჩაიარა. თსუ-მ და "ბათუმმა" ფრედ, 27:27 ითამაშეს, აზერბაიჯანელებმა "ქუთაისს" 35:27 სძლიეს, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა, "თბილისისა" და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გაერთიანებულმა გუნდმა "ქარიშხალა" 40:34 დაამარცხა.

დღეს 14 საათიდან ერთმანეთს შეხვდებიან: აზერბაიჯანი-"ბათუმი", თსუ-სსაუ/თბილისი და "ქარიშხალა"-"ქუთაისი". ჩემპიონატის მესამე ეტაპი პარასკევს დასრულდება.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული