გლდანში ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზში გუშინ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. "ქუთაისისა" და "ბათუმის" დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და იმელებმა 29:26 გაიმარჯვეს. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, აგრარული უნივერსიტეტის "თბილისმა" ჩემპიონატში უკონკურსოდ მოასპარეზე აზერბაიჯანის ნაკრებს 31:23 სძლია, "ქარიშხალამ" კი თსუ 32:26 დაამარცხა.
დღეს და ხვალ მესამე ეტაპის ბოლოსწინა და ბოლო ტურებია.