ლიდერი უდანაკარგოა

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი დაიწყო. მატჩები კვლავ გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის სპორტკომპლექსში იმართება.

ყველაზე დაძაბული "ბათუმსა" და თსუ-ს შორის გამართული შეხვედრა გამოდგა, რომელიც აჭარელთა გამარჯვებით, 27:24 დასრულდა. ჩემპიონატში უკონკურსოდ მოასპარეზე აზერბაიჯანის ნაკრებმა "ქუთაისს" 33:28 სძლია, ხოლო ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, აგრარული უნივერსიტეტის "თბილისმა" ასევე დედაქალაქური "ქარიშხალა" სოლიდური ანგარიშით, 46:29 დაამარცხა.

მეოთხე ეტაპი კიდევ ოთხ დღეს გასტანს, მატჩები 14 საათიდან დაიწყება. ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი გლდანში გაიმართება და ჩემპიონ-პრიზიორები ფლეი ოფის გარეშე, წრიული სისტემით გამოვლინდებიან. ჩემპიონის ვინაობის გამოცნობა კი ძნელი ნამდვილად
არაა – "თბილისს", რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს, მორიგ ოქრომდე ბევრი აღარაფერი უკლია.

სადღეისო სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

თ მ ფ წ ქ
1. სსაუ/თბილისი 16 16 0 0 32
2. ქუთაისი 16 9 0 7 18
3. ბათუმი 16 5 3 8 13
4. თსუ 16 5 2 9 12
5. ქარიშხალა 16 6 0 10 12
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული