სსაუ/თბილისი ჩვეულ სტიქიაშია

AutoSharing Option
ჯემალ ცერცვაძის სახელობის სპორტკომპლექსი მეორე დღეა, ხელბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრებს მასპინძლობს. გათამაშების ცხრილის ლიდერმა, სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა "თბილისმა" საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტს 33:24 ძლია. "ქუთაისმა" კვლამ მარცხი იწვნია, ამჯერად "ქარიშხალასთან" თერთმეტქულიანი სხვაობით, 30:41 დამარცხდა. ჩემპიონატის სტუმრებმა აზერბაიჯანელმა ხელბურთელებმა "ბათუმი" 23:38 დაამარცხა და რიგით მეორე გამარჯვებაც მიითვალა.

ზაზა დოლიძე (საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ორი ტურია საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში აზერბაიჯანის ნაკრებიც ასპარეზობს. ვინაიდან აზერბაიჯანში ეროვნული ჩემპიონატი არ ტარდება, იქაური ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გვთხოვეს, ტურნირში გორის გუნდის ნაცვლად მიეღოთ მონაწილეობა.
სამწუხაროდ, გორის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი სახსრები ვერ მოიძია და მათი გუნდი ჩემპიონატს გამოეთიშა. საქართველოს ჩემპიონატის უკლებლივ ყველა მოთამაშეს ვაკვირდებით, რადგან ნაკრების ბირთვი უნდა შეიკრიბოს.

ამავდროულად, 2015 წლის ახალგაზრდული ფესტივალისთვის შესაბამისი თაობა უნდა მოვიძიოთ. ხელისშემწყობია ისიც, რომ თბილისში ოცდაათზე მეტმა საჯარო სკოლამ ხელბურთი სპორტის სახეობად აირჩია".


დღეს 13 აპრილს:
ბათუმი - ქუთაისი
აზერბაიჯანი - სსაუ/თბილისი
თსუ - ქარიშხალა

თ მ ფ წ ქ
1. სსაუ/თბილისი 17 17 0 0 34
2. ქუთაისი 17 9 0 8 18
3. ქარიშხალა 17 7 0 10 14
4. ბათუმი 17 5 3 9 13
5. თსუ 17 5 2 10 12
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული