დაპატიმრებულთა შორისაა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ხელბურთელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნიკოლა კარაბატიჩი და მისი ძმა - ლუკა კარაბატიჩი. ისინი "პარი სენ-ჟერმენთან" კალენდარული მატჩის შემდეგ აიყვანეს. ამ შეხვედრაში "მონპელიე" 24:38 დამარცხდა.
ადრე ვწერდით იმის შესახებ, რომ პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხეს "მონპელიეს" მოთამაშეები და გუნდის თანამშრომლები. სულ 12 ა
1 ოქტომბერს კი ჩატარდა სპეციალური ოპერაცია და ხელბურთელებს პირდაპირ გასახდელში მიაკითხეს. ლაპარაკია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურზე, რომელიც უშუალოდ არის დაკავებული სპორტულ ტოტალიზატორებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებით.
ფრანგული კანონების თანახმად, წინასწარი დაკავების ვადააა - 24 საათი. სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს პრესისთვის განმარტებას გააკეთებს ქალაქ მონპელიეს პროკურორი, რომლის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, "მონპელიე" ჩაწყობილ თამაშებში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა პრესამ გამოაცხადა, რომ კლუბის მოთამაშეებმა შეგნებულად წააგეს მატჩი, რომელიც 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართა. იმ თამაშზე ფსონები ჰქონდათ გაკეთებული მოთამაშეთა მეგობრებსა და ნათესავებს.
პრესის ცნობით, ფსონის საერთო ოდენობა 5 ათასი დოლარი იყო, მოგებულმა თანხამ კი 200 ათასი დოლარი შეადგინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"