ამ გუნდმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ფინალში დრამატული ბრძოლა მოუგო აღიარებულ ლიდერს, ოლიმპიურ ჩემპიონს ნორვეგიას და პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.
საინტერესოა, რომ ეს გუნდები ლონდონის ოლიმპიადის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ სკანდინავიელებმა გაიმარჯვეს. ახლა კი რევანში შედგა.
თითქმის მთელი თამაში ბურთი ბურთზე მიდიოდა. იყო ერთი მომენტი, კერძოდ, მეორე ტაიმის დასაწყისი, როცა ჩერნოგორიამ სამი ბურთით წინ გასვლა მოახერხა,
გამარჯვებული ვერ გამოავლინა პირველმა დამატებითმა ათმა წუთმა - 29:29. მეორე დამატებითი დროის პირველ ტაიმში მეკარეებმა ითამაშეს ბრწყინვალედ და მეტოქეებმა თითო-თითო ბურთი გაცვალეს - 30:30.
თითქოს ყველაფერი შვიდმეტრიანების სერიამდე მიდიოდა, მაგრამ აქ ბრწყინვალედ ათამაშდა ჩერნოგორიელთა მეკარე სონია ბარიაკტაროვიჩი, რომელსაც მხარი აუბეს ფრთის მოთამაშეებმა - მილენა კნეჟევიჩმა და კატარინა ბულატოვიჩმა.
მათი მონდომებით მომავალმა ჩემპიონმა ბოლო ხუთ წუთში აშკარად დაჩაგრა ნორვეგია და სამი ბურთით მოიგო მატჩის ეს მოკლე მონაკვეთი - 34:31.
ტურნირის ოლ სტარი
მეკარე: კატრინ ლუნდ ჰარალდსენი (ნორვეგია)
მარცხენა ფრთა: პოლინა კუზნეცოვა (რუსეთი)
მარცხენა ინსაიდი: სანია დამნიანოვიჩი (სერბეთი)
გამთამაშებელი: ანდრეა ლეკიჩი (სერბეთი)
ხაზი: ჰეიდი ლიოკე (ნორვეგია)
მარჯვენა ფრთა: კატარინა ბულატოვიჩი (ჩერნოგორია)
მარჯვენა ინსაიდი: იოვანკა რადიჩევიჩი (ჩერნოგორია)
ტურნირის MVP: ანია ედინი (ნორვეგია)
საუკეთესო დამცველი: ანია ალტჰაუსი (გერმანია)
საუკეთესო ბომბარდირი: კატარინა ბულატოვიჩი (ჩერნოგორია) - 56
საბოლოო კლასიფიკაცია
1. ჩერნოგორია
2. ნორვეგია
3. უნგრეთი
4. სერბეთი
5. დანია
6. რუსეთი
7. გერმანია
8. შვედეთი
9. საფრანგეთი
10. რუმინეთი
11. ესპანეთი
12. ჩეხეთი
13. ხორვატია
14. უკრაინა
15. ისლანდია
16. მაკედონია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"