გუშინ გლდანში ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და "თბილისის" გაერთიანებულმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აჯობა და უკვე მეორე დღეს ერთპიროვნულად გალიდერდა. "ბათუმმა" გორის უნივერსიტეტის გუნდი იოლად დაამარცხა, "ქარიშხალამ" კი "ქუთაისს" დრამატულ ბრძოლაში სძლია.
ქარიშხალა-ქუთაისი 36:34
თსუ-სსაუ/თბილისი 35:38
გორი-ბათუმი 27:44
თ მ ფ წ ქ
1. სსაუ/თბილისი 2 2 0 0 4
2. ბათუმი 2 1 0 1 2
3. ქუთაისი 2
1 0 1 2
4. თსუ 2 1 0 1 2
5. ქარიშხალა 2 1 0 1 2
6. გორი 2 0 0 2 0
დღეს, 14 საათიდან ერთმანეთს შეხვდებიან
სსაუ/თბილისი-გორი
ქუთაისი-ბათუმი
ქარიშხალა-თსუ