"ვარდარი" თანაქალაქელ და მთავარ კონკურენტ "მეტალურგთან" მატჩში 15:18 დამარცხდა და მას ორი ქულით ჩამორჩა - "მეტალურგი" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, "ვარდარი" კი მეორეზე. ამ შეხვედრაში ჭანტურიამ 3 გოლი გაიტანა.
იგი უფრო შედეგიანი იყო "კინექსპროლეტთან" შეხვედრაში, სადაც მეტოქის კარი 6-ჯერ აიღო, "ვარდარმა" კი 31:25 გაიმარჯვა.
"ვარდარი" წარმატებით თამაშობს ევროასპარეზზეც, სადაც თასების მფლობელთა თასზე გამოდის და უკვე მერვედფინალამდეა მისული. თვის ბოლოს ამ ეტაპზე იგი დანიურ "კოპენჰაგენს"