რევაზ ჭანტურიას 9 გოლი 2 მატჩში

AutoSharing Option
სკოპიეს "ვარდარი", რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რევაზ ჭანტურია თამაშობს, მაკედონიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

"ვარდარი" თანაქალაქელ და მთავარ კონკურენტ "მეტალურგთან" მატჩში 15:18 დამარცხდა და მას ორი ქულით ჩამორჩა - "მეტალურგი" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, "ვარდარი" კი მეორეზე. ამ შეხვედრაში ჭანტურიამ 3 გოლი გაიტანა.

იგი უფრო შედეგიანი იყო "კინექსპროლეტთან" შეხვედრაში, სადაც მეტოქის კარი 6-ჯერ აიღო, "ვარდარმა" კი 31:25 გაიმარჯვა.

"ვარდარი" წარმატებით თამაშობს ევროასპარეზზეც, სადაც თასების მფლობელთა თასზე გამოდის და უკვე მერვედფინალამდეა მისული. თვის ბოლოს ამ ეტაპზე იგი დანიურ "კოპენჰაგენს"
ორრაუნდიან ბრძოლაში დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული