შვედეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მამაკაცებს შორის პლანეტის რიგით 22-ე პირველობაზე ხვალ ნახევარფინალები გაიმართება. ფინალში გასასვლელად საფრანგეთი შვედეთს შეხვდება, დანია - ესპანეთს. გადამწყვეტი მატჩი 30 იანვარს არის დანიშნული.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პლანეტის მოქმედი ჩემპიონი - საფრანგეთი ზედიზედ მეექვსედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში. ამასთან, ბოლო ხუთი ტურნირიდან ოთხში ამ გუნდმა მედლები მოიპოვა - ორი ოქრო და ორი ბრინჯაო.
ნახევარფინალისტთა ამ კვარტეტში შვედები ყველაზე ტიტულოვანები არიან - მათ ოთხჯერ აქვთ მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი, თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ
დანია მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს. წინა ორ შემთხვევაში ისინი დამარცხდნენ: 2007 წელს ხორვატიაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ, ორი წლის წინ გერმანიაში "მცირე ფინალი" წააგეს პოლონეთთან.
ესპანეთმა თავისი ერთადერთი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსი წლის წინ ტუნისში მოიპოვა, თანაც მედალი უმაღლესი სინჯისა იყო.
II ჯგუფური ეტაპი
I ჯგუფი
ესპანეთი-ნორვეგია 32:27
გერმანია-ისლანდია 27:24
საფრანგეთი-უნგრეთი 37:24
ესპანეთი-ისლანდია 32:24
უნგრეთი-გერმანია 27:25
საფრანგეთი-ნორვეგია 31:26
ნორვეგია-გერმანია 35:25
ესპანეთი-უნგრეთი 30:24
საფრანგეთი-ისლანდია 34:28
თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 5 4 1 0 160-129 9
2. ესპანეთი 5 4 1 0 148-127 9
3. ისლანდია 5 2 0 3 137-141 4
4. უნგრეთი 5 2 0 3 127-147 4
5. ნორვეგია 5 1 0 4 133-143 2
6. გერმანია 5 1 0 4 124-142 2
II ჯგუფი
ხორვატია-არგენტინა 36:18
შვედეთი-სერბეთი 28:24
დანია-პოლონეთი 28:27
შვედეთი-ხორვატია 29:25
დანია-არგენტინა 31:24
პოლონეთი-სერბეთი 27:26
ხორვატია-პოლონეთი 28:24
სერბეთი-არგენტინა 26:25
დანია-შვედეთი 27:24
თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 5 5 0 0 155-131 10
2. შვედეთი 5 3 0 2 127-124 6
3. ხორვატია 5 2 1 2 142-129 5
4. პოლონეთი 5 2 0 3 123-129 4
5. სერბეთი 5 1 1 3 127-139 3
6. არგენტინა 5 1 0 3 117-139 2
მეორე რაუნდის ჯგუფებში ოთხ-ოთხმა საუკეთესო გუნდმა (ნახევარფინალისტების გარდა ესენი არიან: ისლანდია, უნგრეთი, ხორვატია და პოლონეთი) გაინაღდა ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში თამაში. ლონდონის 2012 წლის თამაშების პირდაპირ საგზურს მხოლოდ გამარჯვებული გუნდი მიიღებს.
.