ისევ საფრანგეთი

AutoSharing Option

კვირას შვედეთში დასრულდა მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი. ჯილდოს გარეშე დარჩნენ მასპინძელი ხელბურთელები. ბოლოს მათ პლანეტის პირველობაზე მედალი 2001 წელს მოიპოვეს და მას შემდეგ ვერაფრით ახერხებენ საპრიზო სამეულში შესვლას. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა მე-3 ადგილისთვის მატჩი ესპანეთთან წააგო - 23:24. აღსანიშნავია, რომ აქამდე ესპანეთი ორჯერ თამაშობდა ბრინჯაოს მედლისთვის და ორივეჯერ დამარცხებული დარჩა, ამჯერად კი ნავსი გატეხა და მესამე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება ფინალს, მან სრულად გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გ

ამოავლინა. პირველი ტაიმი მოქმედმა ჩემპიონმა - საფრანგეთმა სამი ბურთით მოიგო. ამ უპირატესობას ისინი 45-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ ოთხ წუთში დანიამ აღადგინა თანაფარდობა - 24:24. 57-ე წუთისთვის ისევ თანაფარდობა იყო - 29:29. ამის შემდეგ მეტოქეებმა ორ-ორი გოლი გაცვალეს, ამასთან, დანიელები მუდმივად მდევრის როლში იყვნენ. ძირითადი დრო - 31:31 დასრულდა.

დანია მატჩის განმავლობაში ერთადერთხელ, ოვერტაიმის მეოთხე წუთზე გავიდა წინ - 33:32. თამაშში გარდატეხა ფერნანდესმა შეიტანა - 68-ე და 69-ე წუთებზე ზედიზედ ორი გოლი გაიტანა და ისევ დაუბრუნა უპირატესობა საფრანგეთს, შემდეგ კი მიკელ ჰანსენის გოლს ზუსტი სროლით გიგუმ უპასუხა. ორივე გუნდი იმსახურებდა ოქროს, მაგრამ ფრანგების გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა - 37:35.
საფრანგეთის ნაკრები 1974 წლის შემდეგ პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც ტიტულის შენარჩუნება შეძლო. ბოლოს ასეთი რამ გასული საუკუნის 70-იან წლებში რუმინეთმა მოახერხა. ამ გამარჯვებით, "მამლებმა" ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მიიღეს.

ფინალი
საფრანგეთი-დანია 37:35 (15:12, 31:31)
საფრანგეთი: კარაბატიჩი (10), გიგუ (7), ფერნანდესი (5), აბალო (5), ჟილი (4);
დანია: მ.ჰანსენი (10), კრისტიანსენი (5), სპელებერგი (4).
სიმბოლური ნაკრები: ტიერი ომეიერი (საფრანგეთი) - ჰავარდ ტვედტენი (ნორვეგია), მიკელ ჰანსენი (დანია), დალიბორ დოდერი (შვედეთი), ალექსანდრ პეტერსონი (ისლანდია), ვედრან ზრნიჩი (ხორვატია), ბერტრან ჟილი (საფრანგეთი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული